„სამი რუსი ექიმის საავადმყოფოების ფანჯრებიდან გადავარდნა საზოგადოებაში კითხვებს ბადებს“, - ამ შინაარსის პუბლიკაციას „სი-ენ-ენი“ აქვეყნებს. სტატიაში სამ მედიკოსზეა საუბარი, რომელთაგან ორი დაიღუპა, ერთი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
ამერიკული ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ყურადღების მიღმა არც რუსეთში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებს ტოვებს და წერს, რომ ამჟამინდელი ვითარება პუტინისთვის ხიფათის შემცველია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კოვიდ 19-ით 76 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 10 ათასზე მეტი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მოსკოვშია. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით 1,356 ადამიანია გარდაცვლილი.